„სიენენი“ - აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შიდა განხილვებს აწარმოებენ ირანთან მეორე შესაძლო შეხვედრის დეტალების გარშემო
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შიდა განხილვებს აწარმოებენ ირანთან მეორე შესაძლო შეხვედრის დეტალების გარშემო, – ამის შესახებ „სიენენი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია, შეხვედრა ნამდვილად გაიმართება თუ არა, მაგრამ ამერიკელი მაღალჩინოსნები მზადებას უკვე იწყებენ.
„თუ საქმე ამ მიმართულებით წავა, სწრაფი რეაგირება გვჭირდება“, – განუცხადა ერთ-ერთმა წყარომ „სიენენს“.
მათივე ცნობით, ტრამპის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე განიხილავს შეხვედრის შესაძლო თარიღებს, ადგილსა და შუამავლებს.