„სიენენი“ - აშშ გეგმავს, მიმდინარე კვირაში გამოაცხადოს, რომ უკრაინისთვის შეიძინა მოწინავე, საშუალო და შორი მანძილის საჰაერო სარაკეტო თავდაცვის სისტემა
„სიენენი“ - აშშ გეგმავს, მიმდინარე კვირაში გამოაცხადოს, რომ უკრაინისთვის შეიძინა მოწინავე, საშუალო და შორი მანძილის საჰაერო სარაკეტო თავდაცვის სისტემა

აშშ გეგმავს, მიმდინარე კვირაში გამოაცხადოს, რომ ვაშინგტონმა უკრაინისთვის შეიძინა მოწინავე, საშუალო და შორი მანძილის საჰაერო სარაკეტო თავდაცვის სისტემა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს სარაკეტო თავდაცვის სისტემა, რომელიც ცნობილია „ნასამსის“ (NASAMS) სახელით. აღნიშნულ სისტემას მოწინააღმდეგის სამიზნის განადგურება 150 კილომეტრზე შეუძლია.

„სიენენის“ წყაროს ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა ასეთ სისტემებთან მუშაობა უნდა შეისწავლონ. გარდა ამისა, უკრაინის მოთხოვნის საპასუხოდ, აშშ-მა შეიძლება, გამოაცხადოს დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ მიმდინარე კვირაში, რომელიც მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალას და კონტრბატარეის რადარებს.