„სიენენი“ – ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მიმდინარე კვირაში გეგმავს

08:43, 02.03.2021
In this handout photo provided by Moscow City Court Russian opposition leader Alexei Navalny stands in the cage during a hearing to a motion from the Russian prison service to convert the suspended sentence of Navalny from the 2014 criminal conviction into a real prison term in the Moscow City Court in Moscow, Russia, Tuesday, Feb. 2, 2021. (Moscow City Court via AP)

ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მიმდინარე კვირაში გეგმავს. ინფორმაციას „სიენენი“ ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსი ოპოზიციონერის მოწამვლისა და დაკავების რუსეთის გამო სანქციების დაწესება ევროკავშირთან კოორდინაციით მოხდება. როგორც „სიენენი“ აღნიშნავს, ეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთისთვის დაწესებული პირველი სანქციები იქნება და მოსკოვთან მიმართებით მათი პოლიტიკის სამომავლო განწყობებს გამოავლენს.თეთრ სახლსა და სახელმწიფო დეპარტამენტს სანქციებთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

აშშ-ისგან განსხვავებით, ევროკავშირმა ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან დაკავშირებით მოსკოვს სანქციები გასულ წელს დაუწესა.

„სიენენის“ წყაროების ცნობით, აშშ-ის სანქციები როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს შეეხება.

მსგავსი