სიდნეიში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან
სიდნეიში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

სიდნეის დასავლეთ ნაწილში, ქარხანაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ახლომდებარე ტერიტორიაზე გადავიდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძრის ლოკალიზებას ერთდროულად 100-ზე მეტი მეხანძრე ცდილობს. საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, სტიქიის გამო, ქარხნის კომპლექსში რამდენიმე შენობა ჩამოინგრა.

ავსტრალიის უდიდესი ქალაქის ხელისუფლების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან, რადგან ტერიტორიაზე მომუშავე ყველა პირი უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.

ახლომდებარე ტერიტორია სამართალდამცველებს აქვს დაკავებული და უსაფრთხოების მიზნით შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არავის უშვებენ. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.