სიდნეიში ჯეიმს კუკის ძეგლის დაზიანების გამო ორი პირი დააკავეს

15:16, 14.06.2020

ავსტრალიის პოლიციამ სიდნეიში, ინგლისელი მოგზაურისა და მკვლევრის, ჯეიმს კუკის ძეგლის დაზიანების გამო ორი ქალი დააკავა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, დაკავებულებმა კუკის ძეგლი საღებავებით მოხატეს. მათ დაკავებისას ჩანთებში საღებავები აღმოაჩნდათ.

დაკავებულებს საკუთრების დაზიანება ედებათ ბრალად.

ჯეიმს კუკის ძეგლი სიდნეის საბჭოს თანამშრომლებმა დაუყონებლივ გაწმინდეს.

მსგავსი