სიცილიის სანაპიროსთან დაახლოებით 2000 წლის წინანდელი რომაული გემის ნაშთები აღმოაჩინეს

00:57, 10.08.2026

სიცილიის სანაპიროსთან დაახლოებით 2000 წლის წინანდელი რომაული გემის ნაშთები აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ძვ. წ. II-I საუკუნეებს მიეკუთვნება, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ იტალიის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, გემი ადგილობრივი მოსახლეობის შეტყობინებების საფუძველზე აღმოაჩინეს. ის დასავლეთ სიცილიაში, მაძარა დელ ვალოს სანაპიროდან დაახლოებით 5,6 კილომეტრის დაშორებით, 46 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

გემის შიგნით ასობით ამფორა და ღუზების ნაწილები იპოვეს.

„როიტერის“ ცნობით, ზღვის არქეოლოგიის სამსახური შეისწავლის და დაცვის ქვეშ მოაქცევს ზღვის ფსკერს, სადაც გემის ნაშთები აღმოაჩინეს.

მსგავსი