სიცილიაზე ვულკანმა ეტნამ ამოფრქვევა დაიწყო

22:37, 24.12.2018

სიცილიაზე ვულკანმა ეტნამ ამოფრქვევა დაიწყო. BBC-ს ცნობით, ამოფრქვევას წინ 130-ზე მეტი მიწისქვეშა ბიძი უსწრებდა. მათგან ყველაზე ძლიერი 4,0 მაგნიტუდის იყო.

მეცნიერების თქმით, ლავა ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე კრატერიდან გადმოვიდა.

ახლომდებარე სოფლები ვულკანურმა ფერფლმა დაფარა. ​კატანიას აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.

ვულკანი ეტნა აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა მეცნიერების ცნობით, ბოლო წლებში ვულკანი განსაკუთრებული სისწრაფით ფართოვდება.

მსგავსი