სიჭინავას შთამბეჭდავი სტატისტიკა - ვეცდებით, გავაკეთოთ ის, რისთვისაც მთელი წელი ვიბრძოდით #1TVSPORT
სიჭინავას შთამბეჭდავი სტატისტიკა - ვეცდებით, გავაკეთოთ ის, რისთვისაც მთელი წელი ვიბრძოდით #1TVSPORT

დათა სიჭინავა მორიგ კარგ სეზონს ატარებს, ხოლო მისი გუნდი – ბოლნისის „სიონი“ ეროვნული ლიგა 2-ის ლიდერია და დარჩენილ ორ ტურში თუ სასწაული არ მოხდა, ეროვნულ ლიგაში დაბრუნდება.

„პირველივე ტურიდან ჩემი და გუნდის მიზანი ჩემპიონობა იყო. ახლა კი ამ მიზნამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. 27 ნოემბერს არის მთავარი მატჩი „გაგრასთან“, სადაც ყველანაირად ვეცდებით გავაკეთოთ ის, რისთვისაც მთელი წელი ვიბრძოდით“, – ამბობს „სიონის“ 32 წლის კაპიტანი.

სიჭინავა 33 მატჩში გატანილი 20 გოლით ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზეა. მისი საგოლე გადაცემების სტატისტიკაც შთამბეჭდავია – მიმდინარე სეზონზე, მან თანაგუნდელებს გოლი ათჯერ გაატანინა. ბოლნისელთა კაპიტანმა კომენტარი ამაზეც გააკეთა. მისი თქმით, პირად შედეგებზე მეტად, გუნდური შედეგი უფრო მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება ჩემ მიერ გატანილ გოლებს – ეს ჩემი და გუნდის ერთობლივი შედეგია. ვეცდები, დარჩენილ ორ ტურში, ბიჭებთან ერთად კიდევ გავაუმჯობესო მონაპოვარი“, – ამბობს დათა სიჭინავა.

„სიონი“ მორიგი ტურის მატჩს, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე 27 ნოემბერს, უშუალო კონკურენტ „გაგრასთან“ გამართავს და ფრეც აძლევს ხელს, რათა ეროვნული ლიგის საგზური გაინაღდოს.

დატოვე კომენტარი