სიჭინავა უკრაინაში ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს
სიჭინავა უკრაინაში ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს

გამოცემა „ფუტბოლ.უა“- მ უკრაინის პრემიერლიგის მე -15 ტურის საუკეთესო მოთამაშეები გამოარჩია და ტურის სიმბოლურ გუნდში „ინგულეცის“ ქართველი თავდამსხმელი ნიკა სიჭინავა დაასახელა.

4-4-2 ტაქტიკური სქემით შედგენილ ტურის სიმბოლურ გუნდში 26 წლის წლის ქართველი თავდასხმაში დააყენეს. ის უკრაინის პრემიერლიგის ტურის 11 რჩეულში „ფუტბოლ.უა“-მ მეორედ დაასახელა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-15 ტურში „ინგულეცის“ ქართველმა ფეხბურთელმა ნიკა სიჭინავამ პოლტავის „ვორსკლასთან“ 22-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, ხოლო 62-ე წუთზე გოლიც გაიტანა და 26 წლის ქართველი თავდამსხმელის კარგი თამაშის წყალობით, „ინგულეცმა“ ქულა მოიპოვა 2:2.

„ნიკა სიჭინავა „ვორსკლას“ დაცვის მოთამაშეების ნამდვილი თავის ტკივილი იყო. სკლიარიინგულეცის“ თავდამსხმელს ვერ დაეწია, საჯარიმოში ფეხებში ჩაარტყა და სიჭინავამ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა. შემდეგ იავორსკიმ წონასწორობა ვერ შეინარჩუნა, როდესაც სიჭინავამ მოძრაობის ვექტორი რამდენჯერმე შეცვალა და გაიტანა. შედეგად – მოპოვებული პენალტი და ლამაზი გოლი. თუმცა, ეს მისი გუნდის გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა“ – წერს „ფუტბოლ.უა“.

26 წლის ნიკა სიჭინავა გასულ სეზონში „ინჰულეცს“ უკრაინის პრემიერლიგაში დაწინაურებაში დაეხმარა, თავად კი უკრაინის პირველი ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მან მიმდინარე სეზონში 13 მატჩში ანგარიშზე ოთხი გოლი ჩაიწერა.