სი ჯეი მაკკალუმი პორტლენდში კორონავირუსთან საბროლველად 170 000 დოლარს გაიღებს
სი ჯეი მაკკალუმი პორტლენდში კორონავირუსთან საბროლველად 170 000 დოლარს გაიღებს

ამ დროისთვის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა კორონავირუსის პანდემიას ებრძვის. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) არაერთმა წევრმა ვირუსთან საბრძოლველად საკმაოდ სოლიდური თანხა გამოჰყო. გამონაკლისი არც სი ჯეი მაკკალუმია. „პორტლენდის“ წევრმა გადაწყვიტა, კოვიდ19-ის დასამარცხებლად ბრძოლას $170 000 დოლარით დაეხმაროს.

აღნიშნული თახნა „Akron-Canton Food Bank”-ს მოხმარდება. კორონავირუსით დაზარალებულებისთვის დახმარების გაწევას ასევე ლებრონ ჯეიმსი და კაირი ირვინგიც აპირებენ.