სი ჯეი მაკკალუმი კიდევ 5 შეხვედრას გამოტოვებს
სი ჯეი მაკკალუმი კიდევ 5 შეხვედრას გამოტოვებს

სან ანტონიოსთან განცდილი მარცხის შემდეგ, პორტლენდმა ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო, თუმცა რეგულარულის მომდევნო მატჩებს ტერი სტოტის გუნდი სერიოზული საკადრო დანაკლისით ჩაატარებს.

იუსუფ ნურკიჩმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და მისთვის სეზონი დასრულებულია. გუნდის კიდევ ერთი წამყვანი ფიგურა სი ჯეი მაკკალუმი კი, როგორც ირკვევა, კიდევ ხუთი შეხვედრის მანძილზე ვერ დაეხმარება საკუთარ გუნდს. მაკკალუმი მუხლის ტრავმას მკურნალობს, რომელიც მან სან ანტონიოსთან დაპირისპირების დროს მიიღო.

27 წლის მსროლელის დაბრუნება 4 აპრილს მემფისთან იგეგმება.