შვიდი თვის შემდეგ - კვირკველია „ლოკომოტივში“ ათამაშეს
შვიდი თვის შემდეგ - კვირკველია „ლოკომოტივში“ ათამაშეს

შვიდთვიანი პაუზის შემდეგ, საბა კვირკველია მოსკოვის „ლოკომოტივში“ ათამაშეს. ეს რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში მოხდა.

ქართველის გუნდმა გასვლაზე „ტამბოვი“ ანგარიშით 3:2 დაამარცხა, საქართველოს ნაკრების მცველი კი „ლოკომოტივში“ 46-ე წუთზე გამოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს საბა კვირკველიამ რუსეთის ჩემპიონატში მოსკოვური გუნდის ფორმა 26 მაისს „უფასთან“ შეხვედრისას მოირგო – 27 წლის კვირკველია მე-17 წუთზე მძიმედ დაშავდა და მოედნის დატოვება მოუხდა.

კვირკველიამ ტრავმა ზაფხულში მოირჩინა, მაგრამ წინა ორ სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო მცველად აღიარებული ქართველი მხოლოდ „ლოკომოტივის“ სათადარიგოთა სკამზე ჩნდებოდა. მიმდინარე სეზონზე საბა კვირკველიამ „ლოკომოტივში“ ერთი მატჩი ჩაატარა და ისიც რუსეთის თასზე.