რვა ქართველი სიმბოლურ ნაკრებში - ჩაკვეტაძე ჯგუფში საუკეთესოა
რვა ქართველი სიმბოლურ ნაკრებში - ჩაკვეტაძე ჯგუფში საუკეთესოა

ცნობილმა სტატისტიკურმა გვერდმა Whoscored.com-მა ერთა ლიგის „დ“ დივიზიონის ბოლო, მეექვსე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც ოთხი ქართველი მოხვდა.

დ. ნეგოგოდოვი (7.3, ყაზახეთი) რ. სავალნიექსი (6.9, ლატვია), გ. სიუიმბაევი (7.2, ყაზახეთი), ს. მუჟიკოვი (7.6, ყაზახეთი), ს. კვირკველია (7,8, საქართველო), ვ. იაგოდინსკისი (7.3, ლატვია), გ. მერებაშვილი (7.6, საქართველო), მ. ვალესი (7.6, ანდორა), ვ. ყაზაიშვილი (7.4, საქართველო), კ. მარტინესი (6.6, ანდორა), ჩაკვეტაძე (8.7, საქართველო)

ტურში საუკეთესო მოთამაშედ ჩაკვეტაძე აღიარეს, რომელსაც 8,7 ქულა დაუწერეს – მსგავსი შეფასება ჩვენს ჯგუფში არ დაწერილა. ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ერთა ლიგის პირველი, ისტორიული გოლის ავტორი გახდა და 19 წლის ბიჭი ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. ჯვაროსნების 12 გოლიდან 4 გიორგის ანგარიშზეა, 4-იც მისი უშუალო მონაწილეობით გავიდა. გიორგი ჯგუფის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. Whoscored.com-მა ჩაკვეტაძეს საშუალოდ, 8,2 შეფასება დაუწერა.ეროვნული ნაკრების დებიუტანტი ერთა ლიგის პირველი, ისტორიული გოლის ავტორი გახდა და მოულოდნელად, ნაკრების ლიდერად გადაიქცა.

ჯგუფის სიმბოლურ ნაკრებში კი საქართველოს ნაკრებიდან რვა კაცი მოხვდა.

გ. ლორია (6.8 – საქართველო), ო. კაკაბაძე (7.2 – საქართველო), გ. კაშია (7.3 – საქართველო), ს. კვირკველია (7.6 – საქართველო), გ. სიუიმბაევი (7.8, ყაზახეთი), ჯ. კანკავა (7.7, საქართველო), გ. ჩაკვეტაძე (8.2 – საქართველო), ნ. კვეკვესკირი (7.3 – საქართველო), ბ. ისლამხანი (7.4 – ყაზახეთი), ვ. ყაზაიშვილი (7.2 – საქართველო), დ. რაკელსი (6.7 – ლატვია).