შვიდი მილიონი ევრო - კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი პირველად დასახელდა
შვიდი მილიონი ევრო - კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი პირველად დასახელდა

ტელეკოპმპანიამატჩ ტვ“-ის ვებგვერდზე პირველად დასახელდა ის სატრანსფერო თანხა, რომელსაც ყაზანის „რუბინი“ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის საფასურად ითხოვს.

მცირე ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველის შეძენა უცნობ ესპანურ კლუბს, ასევე რუსეთის პრემიერლიგის ერთ-ერთ ლიდერს, „კრასნოდარს“ სურთ.

ტელეკოპმპანიამატჩ ტვ”-ის ვებგვერდმა ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დეტალები გაასაჯაროვა და ქართველი მოთამაშის ტრანსფერის შესაძლო ფასი დაასახელა.

„ყაზანის „რუბინისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ხვიჩა კვარაცხელიამ შესაძლოა, სატრანსფერო ფანჯრის დროს, კლუბი შეიცვალოს. ნახევარმცველისადმი ინტერესს „კრასნოდარი“ გამოხატავს“, – იუწყება „მატჩ ტვ“.

ტელეკომპანიის ვებგვერდმა ქართველი მოთამაშის შესაძლო გარიგების ფასი დაასახელა: „წყაროს ცნობით, „კრასნოდარის” ხელმძღვანელობამ 19 წლის მოთამაშის გადაყვანაზე მუშაობა უკვე დაიწყო. ხვიჩას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, ამიტომ „კრასნოდარს“ მინიმუმ 7 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ყაზანური კლუბის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი დაინტერესებულია, რომ გუნდში ქართველი დარჩეს, მაგრამ გადაწყვეტილებას „რუბინის“ ხელმძღვანელობა ტრანსფერის ფინანსური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღებს“.

შეგახსენებთ, რომ გერმანული სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტი“ ქართველის ტრანსფერის პირობით ღირებულებად 2,3 მილიონ ევროს ასახელებს, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატის განახლების შემდეგ კვრაცახელია შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს და მისი შეფასება, დიდი ალბათობით, გაიზარდება.