შვიდი მეოთხედფინალისტი ცნობილია - ქალთა შორის საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო #1TVSPORT
შვიდი მეოთხედფინალისტი ცნობილია - ქალთა შორის საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო #1TVSPORT

ქალთა შორის საქართველოს თასის, 2021 წლის გათამაშება დაიწყო, რომელშიც ქალთა ლიგისა და ქალთა ლიგა 2-ის 16 გუნდი მონაწილეობს.

3 ივლისი

ლანჩხუთი – ბათუმი 3-0

მართვე – ნორჩი დინამო 1-3

ივერია – ნიკე 0-11

ზარზმა – ხობის კოლხეთი 0-8

რაჭა 2020 – ფენიქსი 2-4

ბახტრიონი – გორი იუნაიტედი 0-19

სოხუმის დინამო – კვარტალი 1-10

დებულებით, მერვედფინალური ეტაპის შეხვედრებში გამარჯვებულები ერთმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდნენ და 1/8 ფინალში „ლანჩხუთი“, „ნორჩი დინამო“, „ნიკე“, „ხობის კოლხეთი“, „გორი იუნაიტედი“ და „კვარტალი“ გავიდნენ.

ორ წყვილში ერთმანეთს ქალთა მთავარი ლიგის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. ქუთაისში „ნორჩმა დინამომ“ „მართვე“ 1-3 დაამარცხა. „ლანჩხუთმა“ შინ მიიღო „ბათუმი“ და 3-0 მოიგო.

მომდევნო ეტაპზე ლიგა 2-დან ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატების დებიუტანტი, ზუგდიდის „ფენიქსი“ გავიდა, რომელსაც ქალთა ლიგა 2-ის წარმომადგენელი, კიდევ ერთი გუნდი შეუერთდება, რომელიც ბოლო მერვედფინალური მატჩის („დიდგორი“ მცხეთა – „ქარიშხალა“ საჩხერე) გამარჯვებული იქნება.