ფიფა-ს პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედება და 30 ივლისს შვეიცარიის პროკურატურამ მის წინააღმდეგ საქმე აღძრა, – იუწყება Reuters.
ინფანტინო ფიფა-ს ხელმძღვანელად 2016 წელს აირჩიეს, რომელმაც ამ თანამდებობაზე იოზეფ ბლატერი შეცვალა.
აღსანიშნავია, რომ ინფანტინოს წინამორბედი, იოზეფ ბლატერი დაკავებული თანამდებობიდან კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებული სკანდალების გამო წავიდა.
ავტორი -
ალექსანდრე ქურხული