შვეიცარიის სასამართლომ ბლატერი და პლატინი გაამართლა #1TVSPORT
შვეიცარიის სასამართლომ ბლატერი და პლატინი გაამართლა #1TVSPORT

ფიფა-სა და უეფა-ს ყოფილი პრეზიდენტები ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი შვეიცარიის სასამართლომ კორუპციის საქმეზე გაამართლა.

შვეიცარიის პროკურატურა ბლატერსა და პლატინის თაღლითობაში, თანხების უკანონო მითვისებაში, დანაშაულებრივ არაეფექტურ მმართველობასა და დოკუმენტების გაყალბებაში სდებდა ბრალს. 2011 წელს მათ ორი მილიონი შვეიცარიული ფრანკის გადარიცხვის ოპერაცია განახორციელეს, რომელიც, პროკურატურის აზრით, უკანონო იყო.

ორივე ფუნქციონერი ბრალს უარყოფდა. ბლატერმა და პლატინიმ განაცხადეს, რომ მათ ზეპირი შეთანხმება ჰქონდათ გადარიცხვაზე, რომლითაც ანაზღაურდა პლატინის საკონსულტაციო სამუშაო 1998-2002 წლებში.

შვეიცარიელსა და ფრანგს ხუთწლიანი პატიმრობა ემუქრებოდათ. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მათთვის 18-თვიანი პირობითი სასჯელი მოითხოვა.

საბოლოოდ, შვეიცარიის სასამართლომ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანა ორივე ფუნქციონერის მიმართ.