შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრები თბილისში ჩამოვიდა
შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრები თბილისში ჩამოვიდა

შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრები უკვე თბილისშია. ვლადიმირ პეტკოვიჩის გუნდი 23 მარტს, ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში დინამო-არენაზე საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება.

შვეიცარიის ნაკრებმა ბოლო წლებში დიდი პროგრესი განიცადა. ამჟამად, საქართველოს ნაკრების მეტოქე ფიფა-ს რეიტინგში მე-8 ადგილზეა და სისტემატურად ხვდება მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე.

თბილისში ტრავმის გამო ვერ ითამაშებენ გუნდის ლიდერები ჰარის სეფეროვიჩი და შერდან შაჩირი. საქართველოში გამომგზავრებამდე კი გუნდს ადმირ მეჰმედიც გამოაკლდა.

„დინამო არენაზე“ საქართველოსა და შვეიცარიის ნაკრებების შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი 23 მარტს, 18:00 საათიდან შემოგთავაზებთ.