შვეიცარიის ნაკრებმა საქართველო მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0
შვეიცარიის ნაკრებმა საქართველო მინიმალური ანგარიშით დაამარცხა - 1:0

შვეიცარიის საფეხბურთო ნაკრებმა საქართველოს უმასპინძლა – სენტ-გალენში გამართული ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის „დ“ ჯგუფის ეს შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

შვეიცარიის ნაკრები მოედანზე სერიოზული დანაკლისით გავიდა: პეტკოვიჩის გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდნენ: ტიმ კლოზე, შერდან შაჩირი, სტივენ ცუბერი, ფაბიან შერი, ბრეელ ემბოლო, ადმირ მეჰმედი, მარიო გავრანოვიჩი და იოზიპ დრმიჩი.

საქართველოს ნაკრები არანაკლებ რთულ მდგომარეობაში იყო: ვაისის გუნდის განაცხადში ანალოგიური მიზეზით ვერ მოხვდნენ: საბა ლობჟანიძე, ლაშა დვალი, ჯიმი ტაბიძე და ჯანო ანანიძე, ხოლო საბა კვერკველია და თორნიკე ოქრიაშვილი კი ფორმაში არ არიან. ცხადია, მთავარი მაინც ისაა, რომ ჯერ ფორმაში არ შესულა გიორგი ჩაკვეტაძე.

მარცხენა მცველების არყოფნაში, ვლადიმირ ვაისმა დავით ხოჭოლავა ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და დაცვის ცენტრში გურამ კაშიას შეუწყვილა, ხოლო გია გრიგალავა მარცხენა მცველად გაამწესა. ამავე დროს, ძირითად შემადგენლობაში ლევან შენგელია და ზურიკო დავითაშვილი დააყენა.

მასპინძლები დასაწყისშივე უპირატესობას დაეუფლნენ და რამდენიმე მწვავე შეტევა განახორციელეს, მაგრამ მეკარე გიორგი ლორიამ საიმედოდ თამაშობდა.

საქართველოს ნაკრებმა პირველი რეალური მომენტი მე-19 წუთზე შექმნა – ლევან შენგელიას გადაცემის შემდეგ კარის წინ გიორგი ქვილითაია გაიხსნა და ახლოდან დაარტყა, მაგრამ მასპინძლები ძელმა გადაარჩინა.

24-ე წუთზე გიორგი ლორიამ საქართველო მასპინძლების ორი უმწვავესი დარტყმის შემდეგ აშკარა გოლისგან იხსნა – ჯერ გრანიტ ჯაკამ დაარტყა, მერე კი ალბიან აიეტმა. თუმცა, პირველ ტაიმში საქართველომ კარი „მშრალად“ შეინახა 0:0.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა უფრო თამამად ჩაატარა და მასპინძლებზე მეტი მომენტი შექმნა, მაგრამ მომენტების რეალიზაცაის ვერ ახერხებდა. პირველი შანსი ლევან შენგელიას ჰქონდა – ქართველი თავდამსხმელის შორეულ გასროლას მეკარე იან სომერი გადაეღობა.

50-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს რიკარდო როდრიგესმა შეუტია და ლორიამ სტუმრები გადაარჩინა. 57-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა მწვავე კონტრშეტევა განახორციელა, მაგრამ ლევან შენგელიას დარტყმის შემდეგ ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა. 64-ე წუთზე მას კიდევ ერთი მშვენიერი მომენტი ჰქონდა და ამჯერადაც არაზუსტად დაარტყა. 71-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილის შეტევის შემდეგ შვეიცარიელები ისევ გადარჩნენ. 75-ე წუთზე იან სომერი უკვე ოთარ კიტეიშვილის დარტყმას გადაეღობა და მასპინძლები გადაარჩინა.

შეტევებში წასულ საქართველოს შვეიცარიამ დაცვაში შეცდომა არ აპატია. 77-ე წუთზე, დენის ზაკარიას გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით ანგარიში მოედანზე ახლად შესულმა სედრიკ იტენმა გახსნა 1:0.

საქართველომ მაინც გაიბრძოლა. 89-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა მეტოქის საჯარიმოსთან მშვენივრად ითამაშა და ანგარიშის გათანაბრება სცადა, მაგრამ მეკარეს ვერ აჯობა.

საბოლოოდ, შვეიცარიამ 1:0 მოიგო, 3 ქულა მოიპოვა, ირლანდიას გადაასწრო და თუ ბოლო ტურში გიბრალტართან სასწაული არ მოხდა და არ წააგო, ევრო2020-ზე მოხვდება. საქართველომ კი შესარჩევი ციკლი მეოთხზე ადგილზე დაასრულა.

შვეიცარია – საქართველო 1:0

გოლები: 1:0 იტენი (77)

15.11.2019. სენტ-გალენი. სტადიონი „კუბინ-პარკი“. 18 000 მაყურებელი

შვეიცარია: სომერი, ლიხშტაინერი, ელვედი, აკანჯი, აიეტი (71. იტენი), ჯაკა, შტეფენი, როდრიგესი, ზაქარია, ფერნანდესი, ვარგასი (78. ფასნაჰტი)

სათადარიგოები: მბოგო, ომლინი, მუბანჟე, ლანგი, ებიშერი, ჯუმერტი, სოუ, სეფეროვიჩი, მბაბუ, ბენიტო

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

საქართველო: ლორია – კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა, გრიგალავა – კანკავა, კიტეიშვილი (84. პარუნაშვილი) – შენგელია, ყაზაიშვილი, დავითაშვილი (85. გვილია) – ქვილითაია (82. ლობჯანიძე)

სათადარიგოები: მაკარიძე, კუპატაზე, დაუშვილი, არაბული, აბურჯანია, ხარაიშვილი, რეხვიაშვილი, ჯიღაური, ნავალოვსკი

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გაფრთხილებები: ხოჭოლავა (29), კანკავა (31), შტეფენი (74)

დატოვე კომენტარი