შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელი მურატ იაკინი – კოლუმბიასთან ცოტა გაგვიმართლა და ეს ფეხბურთის ნაწილია #1TVSPORT

10:45, 08.07.2026

შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მურატ იაკინმა მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში კოლუმბიის ნაკრების დამარცხების (0:0 ძირითად დროში, 4:3 პენალტების სერიაში) შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, ახლა ჩემი სათამაშო გეგმის მოსმენა არავის გენდომებათ, მაგრამ ყველაფერი ზუსტად ისე გამოვიდა, როგორც გვინდოდა და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა საქმე მხოლოდ ამაში არ ყოფილა.

დასაწყისში გამოცდილება გვჭირდებოდა, მერე კი – სწორი განწყობა და მიდგომა. მოგვიანებით, მეორე ტაიმში, განვახორციელეთ ცვლილება, რამაც ბურთის ფლობისა და თამაშის ტემპის უკეთ გაკონტროლების საშუალება მოგვცა.

მატჩის მსვლელობისას შევძელით მოედანზე იმ ფეხბურთელების შეყვანა, რომელთა გამოყენებაც პენალტების სერიაშიც გვსურდა. რეალურად რომ ვთქვათ, მსგავსი გეგმა ყოველთვის არსებობს და როდესაც ის ამართლებს, ძალიან სასიხარულოა. რა თქმა უნდა, კოლუმბიასთან ცოტა გაგვიმართლა და ეს ფეხბურთის ნაწილია“, – განაცხადა შვეიცარიის ნაკრების მწვრთნელმა.

შვეიცარიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში არგენტინას შეხვდება, მატჩი 12 ივლისს გაიმართება.

მსგავსი