შვეიცარიელმა ნევროლოგმა ახსნა, რატომ არ უმჯობესდება მიხაელ შუმახერის მდგომარეობა - მან კოლეგები დაადანაშაულა
შვეიცარიელმა ნევროლოგმა ახსნა, რატომ არ უმჯობესდება მიხაელ შუმახერის მდგომარეობა - მან კოლეგები დაადანაშაულა

ნევროლოგმა ციურიხის კლინიკიდან ერიხ რიდერერმა გამოთქვა ვერსია იმის შესახებ, რომ ნეიროქირურგების დაყოვნებამ იქონია გავლენა ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის მიხაელ შუმახერის მომავალ მდგომარეობაზე.

ეს ვერსია რიდერერმა წარმოადგინა დოკუმენტურ ფილმში – „მიხაელ შუმახერი: ჭეშმარიტების ძიებაში”, რომელიც ცოტა ხნის წინ ტელეარხ RMC Story-ზე გავიდა.

„ნეიროქირურგები ყოველთვის ამბობენ, რომ „დრო – ეს ტვინია“. ეს ნიშნავს იმას, რომ საჭიროა დაუყოვნებლივ მოქმედება. ჩემი აზრით, ნეიროქირურგები დიდი ხანი ფიქრობდნენ, რომ ტვინისთვის ეშველათ. ოპერაციის დაყოვნების შემთხვევაში, ირღვევა ტვინის ნივთიერებები, – თქვა რიდერერმა. – შუმახერი – ცნობილი ადამიანია, კარგად ცნობილი ფიგურა. ამან შეაშინა ქირურგები, რომლებიც ინციდენტიდან ორი საათის შემდეგ, ძალიან დიდი ხანი ფიქრობდნენ პირველი ოპერაციის ჩატარებაზე.

ვფიქრობ, შუმახერი ვეგეტატიურ მდგომარეობაში იმყოფება, რაც ნიშნავს, რომ მან გაიღვიძა, მაგრამ პასუხს ვერ იძლევა. ის სუნთქავს, მისი გული ცემს, მას, ალბათ, შეუძლია ჯდომა და აკეთებს პატარა ნაბიჯებს სხვების დახმარებით… ეს არის და ეს. ვფიქრობ, ესაა მაქსიმუმი. არის თუ არა შანსი, ვნახოთ ისეთი შუმახერი, როგორიც ავარიამდე იყო? მე ასე არ ვფიქრობ“.

51 წლის მიხაელ შუმახერი აღდგენით პროცესს გადის თავის მძიმე ტრავმის შემდეგ, რომელიც 2013 წლის დეკემბერში, მერიბელში თხილამურებით სრიალისას მიიღო. ინციდენტის შემდეგ, ის გრენობლის საავადმყოფოში მიიყვანეს.