შვეიცარიელების ტრიუმფი სლოუპსტაილში
შვეიცარიელების ტრიუმფი სლოუპსტაილში

პიონჩანგში მედლების კიდევ ერთი კომპლექტი გათამაშდა, ამჯერად ფრისტაილის ერთ-ერთ სახეობაში, სლოუპსტაილში და სამიდან ორი მედალი შვეიცარიას ხვდა წილად. ოლიმპიური ჩემპიონი სარა ჰეფლინი გახდა, ვერცხლის მედალი კი მატილდ გრემოს ხვდა წილად. რაც შეეხება ბრინჯაოს, მისი ფმლობელი ბრიტანელი ისაბელ ეტკინია.

შვეიცარიისთვის ეს მეორე ოლიმპიური ოქრო და მეშვიდე მედალია მიმდინარე თამაშებზე, ბრიტანეთს კი ორი ბრინჯაო აქვს.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე