შვეიცარიაში ვერ შეძლეს სპორტული არენისთვის როჯერ ფედერერის სახელის მინიჭება
შვეიცარიაში ვერ შეძლეს სპორტული არენისთვის როჯერ ფედერერის სახელის მინიჭება

შვეიცარიაში გულშემატკივრებმა ვერ მოახერხეს ბაზელში „სანკტ-იაკობ ჰოლის“ სპორტული არენისთვის ლეგენდარული ჩოგბურთელის როჯერ ფედერერის სახელის მინიჭება.

აქტივისტებმა სურვილი გამოთქვეს – ფედერერის სახელი მიენიჭებინათ სპორტული დარბაზისთვის, რომელიც ყოველ წელს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) ტურნირს მასპინძლობს. როჯერს ეს ტურნირი კარიერაში ათჯერ აქვს მოგებული. იმისთვის, რომ ეს ინიციატივა საყოველთაო კენჭისყრაზე დაეყენებინათ, საჭირო იყო სამი ათასი ხელმოწერის შეგროვება. მაგრამ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს პროცესი გართულდა და აქტივისტებმა მხოლოდ 1.2 ათასი ხელმოწერა შეაგროვეას.

ასე რომ, სპორტული არენისთვის სახელის გადარქმევის იდეა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

აღვნიშნავთ, რომ 39 წლის ფედერერი ბაზელშია დაბადებული. ადრე ის სწორედ „სანკტ-იაკობ ჰოლთან“ ახლოს ცხოვრობდა.

ფედერერი “დიდი სლემის” ტურნირების 20-გზის ჩემპიონია და ამ მაჩვენებლით პირველ ადგილს იყოფს ესპანელ რაფაელ ნადალთან.