შვეიცარიაში იარაღის ფლობაზე შეზღუდვები დაწესდა
შვეიცარიაში იარაღის ფლობაზე შეზღუდვები დაწესდა

შვეიცარიაში რეფერენდუმის შედეგად იარაღზე შეზღუდვები დაწესდა. ხმის მისაცემად მისული მოსახლეობის 64 პროცენტმა ნახევრად ავტომატურ და ავტომატურ იარაღზე შეზღუდვებს მხარი დაუჭირა.

„ბიბისი“ წერს, რომ შვეიცარია ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა ინიციატივის უარყოფის შემთხვევაში, შენგენის ზონიდან გამოსვლას რისკავდა.

ოფიციალური მონაცემებით, შვეიცარიაში ოჯახების 48 პროცენტი იარაღს ფლობს, რაც ევროპაში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.

2015 წელს პარიზში მომხდარი ტერორისტული თავდასხმებისა და ახალი წესების დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირმა შვეიცარიას კანონმდებლობის გამკაცრება ურჩია.

ევროკავშირის ინიციატივამ შვეიცარიაში კრიტიკა გამოიწვია, რადგან ახალი წესები იმ ტრადიციას კრძალავს, რომლის მიხედვითაც ყოფილ სამხედროებს შაშხანის შენარჩუნება შეეძლოთ.