შვეიცარიაში ფეხბურთი და ჰოკეი გააჩერეს
შვეიცარიაში ფეხბურთი და ჰოკეი გააჩერეს

შვეიცარიის მთავრობამ აკრძალა თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი მასობრივი ღონისძიების ჩატარება, მათ შორისაა სპორტული ტურნირები. ამასთან დაკავშირებით, შვეიცარიის ჰოკეის ორი უმაღლესი დივიზიონის კლუბებმა საგანგებო სხდომა ჩაატარეს და მიიღეს გადაწყვეტილება – გადადონ პლეი ოფის მატჩები, რომლებიც უახლოეს უქმეებზე უნდა დაწყებულიყო.

ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო შვეიცარიის საფეხბურთო კავშირმა, რომელმაც არ ჩაატარა გასულ უქმეებზე სუპერლიგის 24-ე ტური. ასევე გადაიდო ყველა შეხვედრა ქვედა დივიზიონებში.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი დარჩება ძალაში ეს გადაწყვეტილებები. თუ ვირუსის გავრცელების მხრივ სიტუაცია არ გაუარესდა, ჰოკეის პლეი ოფი 17 მარტს შეიძლება დაიწყოს.

დღეისთვის შვეიცარიაში ახალი ტიპის ვირუსით ინფიცირების 24 დადასტურებული შემთხვევა არსებობს.