შვეიცარიაში ექიმებმა ღაზაში ომის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ შიმშილობა დაიწყეს
შვეიცარიაში ექიმებმა ღაზაში ომის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ შიმშილობა დაიწყეს

შვეიცარიაში ექიმებმა ღაზაში ომის შეჩერების მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ექიმები ოფიციალურ ბერნს ისრაელის მიმართ უფრო კრიტიკული პოზიციის დაკავებისკენ მოუწოდებენ.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, შვეიცარიამ დაგმო ისრაელის ზოგიერთი ქმედება, მათ შორის, გასულ თვეში საავადმყოფოზე თავდასხმა, მაგრამ თავს იკავებს უფრო მკაცრი ნაბიჯებისგან.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ნიკოლა ბიდომ განაცხადა, რომ შვეიცარია „ღრმად შეშფოთებულია“ ღაზაში არსებული ჰუმანიტარული სიტუაციით.