შვეიცარიამ სერბეთი დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა (ვიდეო)

„E“ ჯგუფის მეორე ტურის უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში ერთმანეთს სერბეთი და შვეიცარია დაუპირისპირდნენ. მატჩი ორმხრივი შეტევებით დაიწყო და აშკარად გამოჩნდა, რომ მოედანზე ორი თანაბარი ძალის გუნდი თამაშობდა.

შეხვედრის პირველი გოლი მე-5 წუთზე გავიდა. სერბებმა მეტოქეს შტურმი მოუწყვეს და კარის ბადეში ბურთი მიტროვიჩის თავური დარტყმის შემდეგ გაეხვა. შვეიცარია ბურთს აკონტროლებდა და შეტევას ცდილობდა, თუმცა გოლის გატანა პირველ ტაიმში ვერ მოახერხა.

მეორე ნახევარი შვეიცარიელებმა უკეთ დაიწყეს და ანგარიში 53-ე წუთზე, ჯაკას გოლით გაათანაბრეს. შაჩირის დარტყმა სერბმა მცველებმა მოიგერიეს, თუმცა ბურთი პირდაპირ ჯაკას მიუვიდა, რომელმაც უძლიერესი და უზუსტესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ტაიმის ბოლო წუთებზე სერბებს დაღლილობა დაეტყოთ, რითაც ძალიან კარგად ისარგებლა შვეიცარიამ. სწრაფი კონტრ იერიშისას მეკარესთან ერთი-ერთზე შაჩირი აღმოჩნდა, რომელმაც რთული პოზიციიდან გამარჯვების გოლი  გაიტანა.

„E“ ჯგუფში შვეიცარიას და ბრაზილიას 4-4 ქულა მოუგროვდათ. სერბეთს 3 ქულა აქვს, ხოლო კოსტა რიკა კი 0 ქულით ბოლო ადგილზეა.

გადმოწერეთ ჩვენი უნიკალური აპლიკაცია FIFA 2018! Android

და თქვენ გექნებათ საშუალება ოპერატიულად გაეცნოთ ყველა საინტერესო სიახლეს, მატჩების ზუსტ განრიგს, შედეგებს LIVE-რეჟიმში და შექმნათ თქვენი პროგნოზი!

თამაშების ზუსტი განრიგი – მსოფლიო ჩემპიონატი პირველ არხზე!