შვედური მედიის ინფორმაციით, ხარაიშვილს აიაქსი აკვირდება 
შვედური მედიის ინფორმაციით, ხარაიშვილს აიაქსი აკვირდება 

შვედურ მედიაში სენსაციური ინფორმაცია გამოქვეყნდა – ამ ქვეყნის ჩემპიონატის „გიოტებორგის“ ქართველ ნახევარმცველ – გიორგი ხარაიშვილს, ამსტერდამის “აიაქსი” აკვირდება.

გამოცემა „Sportbladet.se“ ამტკიცებს, რომ ინფორმაციას კარგად ინფორმირებული ჰოლანდიურ წყაროებიდან ფლობს.

„ის „გიოტებორგის“ მოთამაშეა, მაგრამ უკვე დიდი გუნდების ინტერესი გამოიწვია. თავად ამბობს, რომ ძალიან სურს, ვიდრე ახალ ნაბიჯზე ფიქრს დაიწყებს, კლუბში კიდევ დარჩეს. ქართელი ნახევარმცველი, რომელიც „გიოტებორგმა“ ზამთარში შეიძინა, ისლანდიელ ელიას ომარსონთან ერთად გუნდის საუკეთესო მეგოლეა. ინფორმაციის თანახმად, რომელიც „Sportbladet-მა“ ჰოლანდიური წყაროებიდან შეიტყო, „გიოტებორგის“ შეხვედრებს ამსტერდამის „აიაქსის“ სელექციონერები არაერთხელ დაესწრნენ და 22 წლის ქართველი ლეგიონერის თამაშს აკვირდებოდნენ. მათ შორის იყო ამსტერდამელთა სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელი – ჰანკ ველდმატე, რომელიც ადრე „გრონინგენში“ მუშაობდა“ – წერს გამოცემა.

აქვეა მოყვანილი ხარაიშვილის კომენტარიც: „მე ვუთხარი ჩემს აგენტს, რომ მანამდე არაფერი მითხრას, ვიდრე 100% -იანი ინტერესი არ იქნება. მას კი აქამდე მსგავსი რამ არ უთქვამს.“

ხარიშვილის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი „გიოტებორგის“ სპორტულმა დირექტორმა – მარტს გრინმაც გააკეთა.

„ეს ხმები ჩვენამდეც მოვიდა. დიახ, ჩვენს თამაშებზე იყვნენ სხვადასხვა კლუბების წარმომადგენლები და ხარაიშვილს აკვირდებოდნენ. მაგრამ ჩვენს უფლებას თუ გამოვიყენებთ და ქართველის კონტრაქტს გავახანგრძლივებთ, მაშინ მას ვერავინ წაიყვანს. ხარაიშვილს გარკვეული დრო დასჭირდა, რათა შვედეთის ჩემპიონატს შეჩვეოდა. მას ჩვენთან მოსწონს, მაგრამ დიდი ხნით დარჩენა არ სურს“ – ამბობს გრენი.

დატოვე კომენტარი