შვედური მედია - საქართველოს ნაკრებს იბრაჰიმოვიჩ-ისააკის წყვილით შევუტევთ #1TVSPORT
შვედური მედია - საქართველოს ნაკრებს იბრაჰიმოვიჩ-ისააკის წყვილით შევუტევთ #1TVSPORT

შვედეთის ნაკრებმა საქართველოსთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რომლის დროსაც მოედანი „კრასნოდარის“ თავდამსხმელმა, მარკუს ბერგმა დატოვა. 

35 წლის თავდამსხმელმა არც გუშინ ივარჯიშა – მას ზურგის პრობლემების გამო ერთ თვეზე მეტია არ უთამაშია. შვედური გამოცემა aftonbladet ამტკიცებს, რომ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონმა შემტევების წყვილი უკვე შეარჩია.

„ზურგი საკმაოდ მაწუხებს და ეს ყოველდღიურად ხდება. ასეთი თამაში და ვარჯიში ძალიან რთულია” – განაცხადა მარკუს ბერგმა.

„მას იმედი ჰქონდა, რომ ივარჯიშებდა და მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა საქართველოს წინააღმდეგ ხუთშაბათს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში. ამის ნაცვლად, ბერგი აღმოჩნდა შვედეთის ნაკრების სამი მოთამაშიდან ერთ-ერთი, რომელიც ხვალ შეხვედრას ტრიბუნიდან მიადევნებს თვალს. მრავალი მიზეზი არსებობს იმის დასაჯერებლად, რომ ხვალ საქართველოს ნაკრებთან შეტევის წყვილს ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ალექსანდრე ისააკი შექმნიან. გუშინ ისინი ერთად ვარჯიშობდნენ მზადების ტაქტიკურ ნაწილის დროს. ესწრებოდა თუ არა დღევანდელ ვარჯიშზე, არ ვიცით, რადგან ვარჯიში პირველი 15 წუთის შემდეგ დახურული იყო“, – წერს aftonbladet.

შვედეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.