შვედური გამოცემა - „გიოტებორგმა“ ხარაიშვილთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა
შვედური გამოცემა - „გიოტებორგმა“ ხარაიშვილთან კონტრაქტის გახანგრძლივება გადაწყვიტა

„ხარაიშვილი იყო დასრულებულ სეზონში „გიოტებორგის“ ერთ-ერთი იშვიათი გამონათება. ის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტალანტია და ახლა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთან ერთად „ერთა ლიგის“ მატჩებისთვის ემზადება“ – ასე დაახასიათა შვედეთში 22 წლის ქართველი ნახევარმცველი წარმატებული სეზონი შვედურმა გამოცემა “expressen.se”-მ.

გამოცემა ამტკიცებს, რომ ახლა ხარაიშვილის ფასი თითქმის 3 მილიონი შვედური კრონია და რომ „გიოტებორგმა“ ქართველის შეძენა გადაწყვიტა.

„ჩვენ კმაყოფილი ვართ გიორგის ტრანსფერით“ – ამბობს „გიოტებორგის“ მოქმედი სპორტული დირექტორი იონას ოლსონი.

გიორგი ხარაიშვილი „გიოტებორგს“ სეზონის დაწყებისას საქართველოდან, „საბურთალოდან“ შეუერთდა. 22 წლის მოთამაშემ კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა – მაგრამ დამატებით იგულისხმებოდა სამნახევარი სეზონით ხელშეკრულების გახანგრძლივება. ეს პარამეტრი მალე უნდა გააქტიურდეს. „გიოტებორგმა“ უკვე გადაწყვიტა ამ უფლებით ისარგებლოს და მოთამაშე შეინარჩუნოს.

ხარაიშვილის ფასი გუნდისთვის ხელსაყრელია, რადგან 3 მილიონ შვედურ კრონსს (დააახლოებით, 320 ათას დოლარს) შეადგენს.

„ახლა გიორგი საქართველოს ეროვნულ გუნდშია და კონტრაქტის დეტალებს ამის შემდეგ ერთად განვიხილავთ“, – ამბობს „გიოტებორგის“ მოქმედი სპორტული დირექტორი.