შვედური ფეხბურთის ლეგენდა ნაკრების მწვრთნელს აკრიტიკებს - ჩემი შვილი გამოძახებას იმსახურებდა #1TVSPORT
შვედური ფეხბურთის ლეგენდა ნაკრების მწვრთნელს აკრიტიკებს - ჩემი შვილი გამოძახებას იმსახურებდა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებთან მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაზე შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შეკრებაზე არ მიიწვია ჯორდან ლარსონი, რომელიც მიმდინარე სეზონში მოსკოვის „სპარტაკში“ კარგად თამაშობს (22 მატჩში 12 გოლი), მაგრამ ნაკრებში მაინც არ მიიწვიეს და ხვალ, საქართველოს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. ამის გამო, იანე ანდერსონი ფეხბურთელის მამამ, ახლო წარსულში ცნობილმა თავდამსხმელმა და შვედური ფეხბურთის ლეგენდამ, ჰენრიკ ლარსონმა გააკრიტიკა. 

„ვფიქრობ, ჯორდანი შემადგენლობაში უნდა იყოს. თუ გადახედავთ მის ფორმასა და გოლებს, ის შვედეთის ნაკრებში უნდა ირიცხებოდეს. გაეცანით, რა გააკეთა მან ამ სეზონში და განსაკუთრებით, სეზონის მეორე ნახევარში. მას ძალიან კარგი სეზონი აქვს“, – თქვა ჰენრიკ ლარსონმა Sportbladet-თან ინტერვიუში. მას შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იანე ანდერსონამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა.

„თუ ჰენრიკ ლარსონი ასე ფიქრობს, ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. შესანიშნავია, რომ ჯორდანი კარგად თამაშობს და ვიმედოვნებ, რომ ის კვლავ წარმატებით ითამაშებს, მაგრამ, ამჯერად ეროვნულ გუნდში არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, მე სხვების მიწვევა ვამჯობინე. ვინც სხვანაირად ფიქრობს, მათ აზრს პატივს ვცემ“, – განაცხადა ანდერსონმა.

ჰენრიკ ლარსონის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ ნაკრებში იანე ანდერსონმა 35 წლის მარკუს ბერგი (კრასნოდარი) გამოიძახა, რომელსაც წელის ტკივილები აწუხებს და საქართველოს წინააღმდეგ მაინც გამოიძახეს, 23 წლის ჯორდან ლარსონის კარგ თამაშზე კი მწვრთნელმა თავლები დახუჭა.

შვედეთისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა დაპირისპირება 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.