შვედმა ფანებმა ხარაიშვილს გიორგობა მიულოცეს - გადავწყვიტეთ, დღესასწაული ჩვენც მოვუწყოთ [ვიდეო]

შვედური ფეხბურთის ფანკლუბის ოფიციალურმა გვერდმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და „გიოტებორგის“ ქართველ ლეგიონერს, გიორგი ხარაიშვილს გიორგობა მიულოცა.

„საზღვარგარეთ თამაშის დროს ლეგიონერ ფეხბურთელებს ოჯახები, მეგობრები და მათ წრეში დღესასწაულების აღნიშვნა ენატრებათ. „გიოტებორგში“ არის მოთამაშე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შორეული ქვეყნიდან ჩამოვიდა, ვიდრე სხვები – გიორგი ხარაიშვილი საქართველოდან. იმისათვის, რომ მან „გიოტებორგში“ თავი კარგად იგრძნოს, გადავწყვიტეთ, მას დღესასწაული ჩვენც მოვუწყოთ. ამ მიზნით დავუკავშირდით შვედ გულშემატკივრებს, გიორგის მეგობრებს, მწვრთნელს და სხვა მხარდამჭერებს, რათა ვიდეომიმართვით ხარაიშვილისთვის ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა“, – წერს svenskafans.com-ი.

ვიდეოში ქართველ ფეხბურთელს ულოცავენ შვედი ფანები, „გიოტებორგის“ მთავარი მწვრთნელი პოია აისბახი და „საბურთალოს“ აღმასრულებელი დირექტორი კახა კაშია.

„2018 წელს „გიოტებორგს“ რთული სეზონი ჰქონდა, მაგრამ ხარაიშვილი ცხრა გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.