შვედი პოლიტიკოსი, კარლ XII-ის ძეგლის ნაცვლად, გარემოსდამცველი გრეტა თუნბერგის მონუმენტის დადგმას ითხოვს
შვედი პოლიტიკოსი, კარლ XII-ის ძეგლის ნაცვლად, გარემოსდამცველი გრეტა თუნბერგის მონუმენტის დადგმას ითხოვს

შვედი პოლიტიკოსი, მეფე კარლ XII-ის ძეგლის ნაცვლად, გარემოსდამცველი გრეტა თუნბერგის მონუმენტის დადგმას ითხოვს. ასეთი მოსაზრება შვედურ გამოცემა „აფთონბლადეტში“ გამოქვეყნებულ საავტორო წერილში ქალაქ უმეოს ყოფილმა მერმა, იან ბიორინგემ გააკეთა.

„აიღეთ კარლ XII-ს ძეგლი და შეცვლაეთ ის გარემოსდამცველი აქტივისტის, გრეტა თუნბერგის მონუმენტით. მან უფრო მეტი გააკეთა კაცობრიობისა და მდგრადი სამყაროს საკეთილდღეოდ“, – წერს ბიორინგე.

მისივე თქმით, შვედეთის მეფე კარლ XII-ის ძეგლი წარმოადგენს „ბოროტი საქმეებისა და დრომოჭმული ღირებულებების“ სიმბოლოს და „ტყუილუბრალოდ იკავებს საზოგადოებრივ სივრცეს“. მისივე თქმით, 17 წლის ეკოაქტივისტის ღირებულებები და საქმე უფრო მეტად შეესაბამება თანამდეროვე შვედურ ნორმებს.

შეგახსენებთ, რომ ისტორიული ფიგურების ძეგლები და მონუმენტები რასიზმის საწინააღმდეგო აქციების მონაწილეთა სამიზნე გახდა.