შვედეთში ხელბურთის მატჩზე ტრაგედიას გადაურჩნენ (ვიდეო)

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის გარეუბანში ხელბურთის ახალგაზრული ჩემპიონატის მატჩი კინაღამ ტრაგედიით დასრულდა. ერთ-ერთი გუნდის შეტევის დროს, „ვიკინგ ჰოლში“ აფეთქების მსგავსი ხმა გაისმა და ერთ-ერთი კედლის ზედაპირის ნაწილი ჩამოინგრა.

მოთამაშეებმა, პერსონალმა და მაყურებელმა მაშინვე დატოვეს მოედანი. აღმოჩნდა, რომ ხის კედელს შეეჯახა ავტომობილი, ბარიერი შეანგრია და გაჩერდა.

სკოლის თანამშრომლებმა პოლიცია და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მძღოლმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მას ბრალად ედება მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა. მატჩზე დამსწრეთაგან არავინ დაზარალებულა.

საბოლოოდ, თამაში სხვა დარბაზში გადაიტანეს.