შვედეთში აშშ-ის საელჩო ამერიკელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამერიკელებს, შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეთ.
„ირანი, შესაძლოა, ზეწოლას ახდენდეს ადგილობრივ კრიმინალურ ჯგუფებზე, მათ შორის Foxtrot-ზე, რათა თავდასხმა განახორციელონ შვედეთში ამერიკისა და ისრაელის ინტერესების წინააღმდეგ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სტოკჰოლმში, ამერიკის საელჩოს მახლობლად მყოფ ამერიკელებს კი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს. მარტში აშშ-ის მთავრობამ სანქციები დაუწესა შვედეთში დაფუძნებულ Foxtrot-ს, რომელიც ცნობილია, როგორც ტრანსნაციონალური კრიმინალური და ნარკოტიკებით მოვაჭრე ქსელი.