შვედეთს მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოკეის ნაციონალური ლიგის 13 მოთამაშე მიჰყავს
შვედეთს მსოფლიო ჩემპიონატზე ჰოკეის ნაციონალური ლიგის 13 მოთამაშე მიჰყავს

შვედეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჯერჯერობით 13 მოთამაშე ჰყავს ჰოკეის ეროვნული ლიგიდან (NHL). გუნდის მე-13 წევრი გახდა რეინჯერსის ლეგენდარული მეკარე ჰენრიკ ლუნდკვისტი.

შვედეთის ნაკრებში ნაციონალური ჰოკეის ლიგის ლეგიონი ასე გამოიყურება:

მეკარეები – ჰენრიკ ლუნდკვისტი (რეინჯერსი), იაკობ მარქსტრიომი (ვანკუვერი);
მცველები – ადამ ლარსონი (ედმონტონი), ერიკ გუსტაფსონი (ჩიკაგო), რობერტ ჰიოგი (ფილადელფია);
ფორვარდები – ოლივერ ეკმან-ლარსონი (არიზონა), ოსკარ ლინდბლომი (ფილადელფია), ელიას პეტერსონი (ვანკუვერი), ადრიან კემპე (ლოს ანჯელესი), მარკუს კრიუგერი (ჩიკაგო), ლუი ერიქსონი (ვანკუვერი), მარიო კემპე (არიზონა), იესპერ ბრატი (ნიუ ჯერსი).

შეგახსენებთ, რომ შვედები მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები არიან.