შვედეთის სასამართლომ ჯულიან ასანჟისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
შვედეთის სასამართლომ ჯულიან ასანჟისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

შვედეთის სასამართლომ ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქალაქ უპსალის სასამართლომ მიიღო.

ასანჟი შვედეთში სექსუალურ ძალადობაშია ეჭვმიტანილი და ამჟამად დიდ ბრიტანეთშია დაკავებული.

შვედეთში ჯულიან ასანჟის წინააღმდეგ 2017 წელს შეწყვეტილი გამოძიება სექსუალური ძალადობის ბრალდებით 13 მაისს განახლდა.

ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს. ის 2019 წლის 11 აპრილს დააკავეს. ამჟამად სკანდალური ვებგვერდის დამფუძნებელი გირაოს პირობების დარღვევისთვის 50-კვირიან პატიმრობას იხდის.

„ვიკილიქსის“ დამაარსებლის ექსტრადირებას აშშ-ის ხელისუფლებაც ითხოვს. აშშ-ში მას ბრალად ედება შეთქმულება საიდუმლო ინფორმაციის მოპოვების მიზნით.