შვედეთის სანაპირო დაცვაში აცხადებენ, რომ ბალტიის ზღვაში დააკავეს ტანკერი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია
შვედეთის სანაპირო დაცვაში აცხადებენ, რომ ბალტიის ზღვაში დააკავეს ტანკერი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია.
მათივე ინფორმაციით, შვედეთის ტერიტორიულ წლებში დააკავეს სირიის დროშიც ქვეშ მცურავი გემი Jin Hui და მომხდართან დაკავშირებით წინასწარი გამოძიება დაიწყეს.
„სანაპირო დაცვა ეჭვობს, რომ გემი ყალბი დროშით მიცურავდა, რადგან მისი დროშის სტატუსთან დაკავშირებით არაერთი დარღვევაა და, შესაბამისად, არ აკმაყოფილებს საერთაშორისო რეგულაციებითა და შეთანხმებებით დადგენილ მოთხოვნებს“, – ნათქვამია სანაპირო დაცვის განცხადებაში.
ამჟამად არსებული ინფორმაციით, გემზე ტვირთი არ იყო განთავსებული და ის რამდენიმე სასანქციო სიაში იყო, მათ შორის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სიაში.