შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – შვედეთი იზიარებს ევროკავშირის შეშფოთებას უგულავას საქმის გარშემო არსებული გარემოებების გამო
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას ავრცელებს. შვედი დიპლომატი აღნიშნავს, რომ შვედეთი იზიარებს ევროკავშირის შეშფოთებას უგულავას საქმის გარშემო არსებულ გარემოებებთან დაკავშირებით.
ამასთან, ან ლინდე „ტვიტერის“ გვერდზე ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებას ავრცელებს.
„შვედეთი იზიარებს ევროკავშირის შეშფოთებას უგულავას საქმის გარშემო არსებული გარემოებების გამო. როგორც საქართველოს ახლო მეგობრები, ჩვენ მოვუწოდებთ მას, გადადგას ნაბიჯები უთანხმოების შესამცირებლად და დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის უმაღლესი სტანდარტების დასაცავად“, – ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ან ლინდეს განცხადებაში.
Sweden shares EU concerns about circumstances around the case of Ugulava. As a close friend of Georgia we call for steps to narrow divisions and uphold the highest standards of democracy and rule of law. https://t.co/zfPLfv99L5
— Ann Linde (@AnnLinde) February 12, 2020