შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერში“ წერს
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერში“ წერს

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შესახებ „ტვიტერზე“ წერს.

როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა.

„გვქონდა მნიშვნელოვანი დისკუსია პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან. აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების წესრიგის წინაშე მდგარ გამოწვევებთან ბრძოლა ეუთო-ს პრინციპების დაცვის და ვალდებულებების შესრულების, ასევე დიალოგისა და ჩართულობის გზით“, – აღნიშნავს შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი.