შვედეთის ნაკრების მწვრთნელი - ზლატანი ჩემს გეგმებში არ შედის
შვედეთის ნაკრების მწვრთნელი - ზლატანი ჩემს გეგმებში არ შედის

შვედეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა უარყო ბოლო დროს გავრცელებული ჭორები იმის შესახებ, თითქოს “ლოს ანჯელეს გელაქსის” ფორვარდს ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეუძლია ითამაშოს მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე. შეგახსენებთ, რომ 36 წლის თავდამსხმელმა საერთაშორისო კარიერა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.
„ზლატანმა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა თქვეს, რომ აღარ სურთ ევრო 2016-ის შემდეგ ნაკრებში თამაში. მე პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას. არ შემიძლია სერიოზულად აღვიქვა ის, რასაც ბოლო დროს პრესა წერს ან თავად ზლატანი ამბობს. მხოლოდ იქიდან გამოვდივარ, რაც ერთმანეთში ვილაპარაკეთ.
თავის დროზე, მან გასაგებად მითხრა, რაც უნდოდა. მე მივიღე ეს. იბრაჰიმოვიჩი არ გამოსულა ჩემთან კონტაქტზე მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით. ის არ შედის ჩემი გუნდის გეგმებში”,- ამბობს ანდერსონი.

შვედეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს კორეის (18 ივნისი), გერმანიისა (23 ივნისი) და მექსიკის (27 ივნისი) წინააღმდეგ.