შვედეთის ნაკრების მწვრთნელი - მეორე ტაიმი არასასიამოვნო იყო, ბოლოს საკმაოდ ავნერვიულდი #1TVSPORT
შვედეთის ნაკრების მწვრთნელი - მეორე ტაიმი არასასიამოვნო იყო, ბოლოს საკმაოდ ავნერვიულდი #1TVSPORT

იანე ანდერსენმა სოლნას „ფრენდს არენაზე“ საქართველოს ნაკრებთან მოგებული (1:0) მსოფლიოს 2022 წლის პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა. 

შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი შედეგით კმაყოფილი კი დარჩა, მაგრამ საკუთარი გუნდის თამაშით უკმაყოფილება არ დამალა.

„მიუხედავად გამარჯვებისა, თამაშის თვალსაზრისით, დღეს სასიხარულო არაფერი იყო. ფეხბურთელების ძალისხმევით მე იმედგაცრუებული დავრჩი. ბევრი რამ არის, რაც არ მომეწონა. ძალიან ცუდად ვმოძრაობდით. რა თქმა უნდა, ბედნიერები არ ვართ“, – განაცხადა იანე ანდერსონმა.

შვედების მთავარმა მწვრთნელმა მატჩში ყველაზე უსიამოვნო ეპიზოდი გაიხსენა: „შეხვედრის ბოლოს მეკარე ნორდფელდტმა გადაგვარჩინა. ამ დროს საკმაოდ ავვნერვიულდი. მეორე ტაიმი არასასიამოვნო იყო. უხერხულობა ის არის, რომ ზოგჯერ შეიძლება ანგარიში 1:0 წაიყვანოთ და იგრძნოთ, რომ ყველაფერი თქვენს ხელშია, არ არის ასე. დღეს ჩვენ დამაჯერებელ მოგებას ვერ მივაღწიეთ. ეს უსიამოვნო გრძნობა იყო“.

იანე ანდერსონმა მატჩის დაწყებამდე გარკვეული შეშფოთება გამოთქვა იმაზე, თუ როგორ შეთამაშდებოდნენ შეტევის წყვილი – ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ალექსანდრე ისააკი. მან კომენტარი ამაზეც გააკეთა: „ორივეს კლუბი ერთი თავდამსხმელს იყენებს და თავიდანვე აშკარა იყო, რომ ორი ვარჯიშის შემდეგ ამ კუთხით ყველაფერი კარგად არ იქნება. იყო რამდენიმე კარგი მომენტი, მაგრამ, ვფიქრობ, მთლიანობაში, თავდამსხმელები კარგად ვერ გამოვიყენეთ. მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის შემტევი წყვილი, რომელსაც მომავალში კარგი საქმის გაკეთება შეუძლია“.