შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არ გამორიცხა იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება
შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა არ გამორიცხა იბრაჰიმოვიჩის დაბრუნება

შვედეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა გამოთქვა აზრი ეროვნულ გუნდში ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩის სავარაუდო დაბრუნების შესახებ.

„როგორც უკვე ვთქვი, ფეხბურთელებს, რომლებმაც დაასრულებს ნაკრებში თამაში, შეუძლიათ დამიკავშირდნენ და მითხრან, რომ ისევ არიან დაინტერესებულნი ეროვნულ გუნდში თამაშით. ამ შემთხვევაში, ჩვენ მათ დავუძახებთ ნაკრებში. ასე რომ, არანაირი სირთულე არ არსებობს. იბრაჰიმოვიჩს შეუძლია დაგვიკავშირდეს, თუ გრძნობს, რომ გადაიფიქრა“, – განაცხადა ანდერსონმა. მისი სიტყვები მოჰყავს გამოცემა Fotbollskanalen-ს.

ზლატანმა შვედეთის ნაკრებში კარიერის დასრულების შესახებ 2016 წელს გამოაცხადა.

იბრაჰიმოვიჩი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა „მილანში“.

შვედეთის ნაკრებს განაღდებული აქვს ევრო 2020-ის ფინალურ ეტაპზე თამაში.