შვედეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს კორონავირუსი აღმოაჩნდა - ის ესპანეთთან მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT
შვედეთის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს კორონავირუსი აღმოაჩნდა - ის ესპანეთთან მატჩს გამოტოვებს #1TVSPORT

ევრო 2020-ზე შვედეთის ნაკრების ნახევარმცველის დეიან კულუშევსკის ტესტმა კორონავირუსზე დადებითი შედეგი აჩვენა.

8 ივნისს, „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ნაკრების სამედიცინო პერსონალს აცნობა, რომ გაციების სიმპტომები აქვს. კულუშევსკი მაშინვე შეამოწმეს კორონავირუსზე და მას ინფექცია დაუდასტურდა.

ნახევარმცველი სასწრაფოდ იზოლაციაში გადაიყვანეს. ის არ გაემგზავრა გიოტებორგში გუნდთან ერთად და სტოკჰოლმში დარჩა.

შვედეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა განაცხადა, რომ არ გამოიძახებს გუნდში რომელიმე რეზერვისტს კულუშევსკის შესაცვლელად. სპეციალისტს იმედი აქვს, რომ ფეხბურთელი დაუბრუნდება ნაკრებს ესპანეთთან პირველი ტურის მატჩის შემდეგ, რომელიც 14 ივნისს გაიმართება.