„შუქურას“ მტკივნეული მარცხი - „ლოკომოტივმა“ ბოლო წამებზე მოიგო #1TVSPORT
„შუქურას“ მტკივნეული მარცხი - „ლოკომოტივმა“ ბოლო წამებზე მოიგო #1TVSPORT

მე-13 ტურის მეორე სათამაშო დღე ზესტაფონის „დავით აბაშიძე -არენაზე“ გამართული მატჩით დაიწყო – დროებით სხვა ქალაქში გადახიზნულმა ქობულეთის „შუქურა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და დრამატული მატჩის ბოლო წამებზე დამარცხდა.

ქობულეთელებს რამდენიმე საგოლე შანსი ჰქონდათ და ვერ გამოიყენეს. მატჩის ბედი კი 90+3-ე წუთზე სტუმრებმა გადაწყვიტეს. „ლოკომოტივის“ შემტევის, თორნიკე კირკიტაძის ფლანგური გადაცემა ულად-ომარ იმრანმა ზუსტი თავური დარტყმით დაასრულა და „ლოკომოტივს“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა – 0:1.

ლოკომოტივმა“ 13 ტურის შემდეგ 18 ქულა დააგროვა, წყალტუბოს „სამგურალს“ ისევ გადაასწრო და მეხუთე ადგილი დაიბრუნა, ხოლო „შუქურა“ 14 ქულით მე-7 პოზიციაზე დარჩა.


„შუქურა“ – „ლოკომოტივი“ 0:1


12.05. 2021, ზესტაფონი. „დავით აბაშიძე -არენა“.

გოლი: 0:1 იმრანი (90+3. თ. კირკიტაძის პასით)

„შუქურა“: თებიძე – ფარტენაძე, ჭანტურია, გოგიტიძე, ხმალაძე – გ. გურეშიძე (67. ექვთიმშვილი), კაკაშვილი – ინგოროყვა (87. კოლინზი), ჯეფერსონ ჯერალდო (87. ჩელებაძე), აფხაზავა (51. სარდალიშვილი) – მუსელიანი (87. ვერულიძე)

„ლოკომოტივი“: მამარდაშვილი – მჭედლიშვილი (54. გავაშელიშვილი), კაშია, სანდოხაძე, უბილავა – სამურკასოვი (76. სამურკასოვი), შონია (68. ჭიაბრიშვილი), დარცმელია- თ. კირკიტაძე, სიხარულიძე, ულად-ომარ იმრანი

მთავარი არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი

გაფრთხილებები: მჭედლიშვილი (11), გ. გურეშიძე (35), კაშია (57)


 

დატოვე კომენტარი