„შუქურამ“ ყაზახური გუნდიც დაამარცხა
„შუქურამ“ ყაზახური გუნდიც დაამარცხა

ქობულეთის „შუქურა“ თურქეთის ქალაქ ბელექში 2021 წლის სეზონისთვის მზადებას აგრძელებს. გიორგი შაშიაშვილის გუნდმა შეკრებაზე მეორე ტესტ-მატჩი ყაზახეთის პრემიერლიგის „ტარაზთან“ გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.

პირველი ტაიმი ფრედ, 0:0 დასრულდა. მეორე ნახევარში ორივე გუნდმა შემადგენლობა შეცვალა. „შუქურამ“ ანგარიში გახსნა სწორედ შესვენების შემდეგ გახსნა – ყაზახური გუნდის კარი ქობულეთელებმა ახალწვეულის განვითარებული შეტევის შედეგად აიღეს. გიორგი გაფრინდაშვილის გადაცემით ზურაბ მუსელიანმა ისარგებლა და როგორც შემდეგ გაირკვა, შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 1:0 „შუქურას“ სასარგებლოდ.

„შუქურა“: შეროზია, ფარტენაძე, კალანდია, გოგიტიძე, კომახიძე, ექვთიმიშვილი, ხმალაძე, ინგოროყვა, ჩელებაძე, სარდალიშვილი, მუჯირი

მეორე ტაიმში: თებიძე, ჭანტურია, რეხვიაშვილი, გაფრინდაშვილი, კომახიძე, გურეშიძე, კაკაშვილი, სარდალიშვილი, როხვაძე, ჯეფინიო, მუსელიანი

„შუქურამ“ თურქულ შეკრებაზე მერე მატჩი გამართა და ორივე მოიგო – პირველ მატჩში გუნდმა უკრაინის პირველი ლიგის მაგდალინოვკას „აგროს“ ანგარიშით 1:0 სძლია.