ქობულეთის „შუქურამ“ თურქულ შეკრება გამარჯვებით დაიწყო – გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილებმა პირველ ტესტ-მატჩში მალონოვკას „ვპკ აგრო“ დაამარცხეს.
უკრაინის პირველი ლიგის გუნდთან ქობულეთელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მე-19 წუთზე ჯეფერსონ ჯერალდოს გოლით დაწინაურდნენ. ქობულეთელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ახლოდან ზუსტად დაარტყა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.
საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა – „შუქურამ“ „აგრო“ ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
„შუქურა“: თებიძე, გაფრინდაშვილი, რეხვიაშვილი, ჭანტურია, კომახიძე, ხმალაძე, კაკაშვილი, სარდალიშვილი, ინგოროყვა, ჯერალდო, მუსელიანი.
ქობულეთის „შუქურა“ შეკრებაზე მეორე საკონტროლო მატჩში ყაზახურ კლუბს, „ტარაზს“ დაუპირისპირდება. მატჩი ბელექში, 13 თებერვალს ჩატარდება.