„შუქურამ“ ქულები პირველად დაკარგა, „რუსთავმა“ კი ბოლო წამებზე მოიპოვა
„შუქურამ“ ქულები პირველად დაკარგა, „რუსთავმა“ კი ბოლო წამებზე მოიპოვა

ეროვნულ ლიგა2-ში მე-6 ტურის მორიგი მატჩი რუსთავში გაიმართა – ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში „რუსთავმა“ გათამაშების ლიდერი ქობულეთის „შუქურა“ მიიღო და მიმდინარე სეზონში ქულები პირველად წაართვა.

შეხვედრა დაძაბული გამოდგა და პირველ ტაიმში მთავარ არბიტრს ხუთი ყვითელი ბარათის ჩვენება მოუხდა. მეორე ტაიმში, 61-ე წუთზე, ქობულეთელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ჯეფერსონ ჯერალდომ ანგარიში გახსნა. „შუქურა“ მორიგ სამ ქულასთან ახლოს იყო, მაგრამ 90+5-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თომა ტაბატაძემ გამოიყენა და „რუსთავმა“ ქულა მოიპოვა – 1:1.

დაკარგული ქულების მიუხედავად, „შუქურა“ პირველ ადგილზეა და კონკურენტ „გაგრას“ ხუთი ქულით ასწრებს. „რუსთავი“ კი შვიდი ქულით მე-6 ადგილზეა.

მე-6 ტურის ბოლო მატჩი 5 აგვისტოს გაიმართება: წყალტუბოს 26 მაისის სახელობის არენაზე „სამგურალი“ დუშეთის „არაგვს“ უმასპინძლებს. შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება.