„შუქურამ“ კონკურენტებთან სხვაობა გაზარდა
„შუქურამ“ კონკურენტებთან სხვაობა გაზარდა

ეროვნულ ლიგა2-ის მე-11 ტურის მორიგი შეხვედრა ქობულეთის „ჩელე არენაზე“ გაიმართა – გათამაშების ლიდერმა „შუქურამ“ ლიდერთა ჯგუფის წარმოამდგენელ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა.

ფრედ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, 55-ე წუთზე ანგარიში ქობულეთელებმა გახსნეს – მასპინძელთა თავდამსხმელმა დიმიტრი ტატანაშვილმა პენალტი ზუსტად გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:0 „შუქურას“ სასარგებლოდ.

ტურის სხვა შეხვედრები ასე დასრულდა:

მერანი მრ – დინამო ზგ 2:3

ვიტ ჯორჯია – შევარდენი 1906 1:3

სიონი – რუსთავი 0:0

მე-11 ტური „გაგრასა“ და დუშეთის „არაგვის“ მატჩით დასრულდება, რომელიც პირველ ოქტომბერს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაიმართება. პირველ ადგილზე კი 24 ქულით „შუქურაა“, რომელმაც ლიდერობა გაიმყარა. მეორეზე ბოლნისის „სიონია“ (17), ხოლო „სამგურალი“ (16) მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს „გაგრასთან“ (16), რომელიც „არაგვთან“ მოგების შემთხვევაში მეორე ადგილზე დაწინაურდება.