„შუქურამ“ ისევ მოიგო და ლიგა2-ის ერთპიროვნული ლიდერია
„შუქურამ“ ისევ მოიგო და ლიგა2-ის ერთპიროვნული ლიდერია

ეროვნულ საფეხბურთოი ლიგა 2-ში მეოთხე ტურის ორი მატჩი გაიმართა, ორივე სტუმართა გამარჯვებით დასრულდა და ორივე შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ნახევარმცველებმა ითამაშეს.

„დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ დუშეთის „არაგვმა“ ქობულეთის „შუქურას“ უმასპინძლა – სტუმართა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჯეფერსონ ჯერალდომ ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა, ხოლო 31-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა ორამდე პენალტით გაზარდა. „არაგვის“ ნახევარმცველმა ლაშა ლეჟავამ 82-ე წუთზე სხვაობა შეამცირა და დუშელებს მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდათ. მაგრამ ლეჟავა დაშავდა, დუშელები მოედანზე 10 კაცით დარჩნენ და მატჩი ლიდერის, „შუქურას“ გამარჯვებით დასრულდა – 1:2.

„რუსთავმა“ ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ბაზაზე „გაგრას“ უმასპინძლა და მე-16 წუთზე უკვე 0:2-ს აგებდა. მე-5 წუთზე ივანე ხაბელაშვილმა ანგარიში გახსნა, ხოლო 11 წუთში დუბლი შეასრულა. 86-ე წუთზე, სტუმართა მცველმა ვასილ ხოსიტაშვილმა „რუსთავის“ კარი მესამედ აიღო და საბოლოოდ, „გაგრამ“ 0:3 მოიგო.

ოთხი ტურის შემდეგ „შუქურა“ უდანაკარგოდ, 12 ქულით ლიდერობს, ბოლო ადგილზე კი ერთი ქულით ზუგდიდის „დინამოა“.